


2024-2025 სასწავლო წლის სამაგისტრო შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგები პროგრამების მიხედვით
ახალი ამბები
2024-2025 სასწავლო წლის სამაგისტრო შიდასაუნივერსიტეტო ინგლისური ენისა და გერმანული ენის გამოცდების შედეგები პროგრამების მიხედვით მოცემულია მიმაგრებულ დოკუმენტებში.
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები
- საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები
- რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები
- თანამედროვე საქართველოს ისტორია – ინგლისური ენის გამოცდის შედეგები
- გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება – გერმანული ენის გამოცდის შედეგები
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური და გერმანული ენების გამოცდების შედეგების შესახებ პროგრამებზე – „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“, „გერმანიის კვლევები – კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ – უნდა გაგზავნოს 2024 წლის 3 სექტემბრის 20:00-დან 4 სექტემბრის 15:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე: graduateschool@iliauni.edu.ge
სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ.
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს ინგლისური და გერმანული ენების სააპელაციო კომისია.
ინგლისური და გერმანული ენების გამოცდაგავლილ მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და სააპელაციო გამოცდების შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 2024 წლის 5 სექტემბერს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად იქნება წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
პროგრამაზე „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ზღვარია 78 ქულა, პროგრამაზე „გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“ გერმანულის ენის გამოცდის მინიმალური ზღვარია 51 ქულა.
შიდასაუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც უცხო ენის გამოცდისთვის დადგენილ ზღვარს გადალახავენ ჩამოთვლილ პროგრამებზე: „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ და „გერმანიის კვლევები − კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“.
უცხო ენის გამოცდაში ზღვარგადალახული კანდიდატებისთვის შიდასაუნივერსიტეტო დარგობრივი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 6-დან 9 სექტემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია კანდიდატთა სიების, გამოცდების ზუსტი თარიღებისა და დროის, ასევე საგამოცდო აუდიტორიების მითითებით განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 5 სექტემბრის 18:00 საათისა შემდეგი პროგრამებისთვის: „პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება“, „რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები)“, „თანამედროვე საქართველოს ისტორია“ და „გერმანიის კვლევები - კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება“.
საკონტაქტო პირები
თინათინ ასანიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: tinatin.asanishvili@iliauni.edu.ge
მარიამ ჩორგოლაშვილი
ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge
2024