მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანსამბლის „რელიქვია" კონცერტი

ღონისძიებები

30 ნოემბერს, 18.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციტავით გაიმართება ანსამბლის „რელიქვია" კონცერტი.

ანსამბლი, რომელიც ოთხი უსინათლო და ერთი დაქვეითებული მხედველობის მქონე მუსიკოსისგან შედგება, მიზნად ისახავს ქართული ქალაქური სიმღერის პოპულარიზაციას. მიუხედავად არსებობის შედარებით მოკლევადიანი ისტორიისა, „რელიქვია" უაღრესად აქტიური და მრავალფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა. უკანასკნელ წლებში ჩატარებულ ღონისძიებებს შორისაა: მონაწილეობა სოლო კონცერტებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ანსამბლ „მამულის" მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის გამართულ კონცერტში, ფესტივალ „არტგენში“, მესამე სამყაროს სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში "Sound of the Heart", შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო პროექტში „ხელები", საქველმოქმედო კონცერტში „თბილისური გაზაფხული" და სხვ.


დრო: 30 ნოემბერი, 18.00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები