ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსები

ორიგინალური ბიზნესიდეების კონკურსი აბიტურიენტებისთვის

კონკურსები

ილიაუნის ბიზნესინკუბატორი ატარებს ორიგინალური ბიზნესიდეების კონკურსს აბიტურიენტებისთვის. კონკურსში გამარჯვებული გაემგზავრება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin), ესტუმრება ბერლინის ბიზნესინკუბატორს და გაიცნობს საუკეთესო “სტარტაპ”-იდეებს, რათა უფრო ღრმად განავითაროს საკუთარი პროექტი.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მეთორმეტეკლასელს, რომელიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ამჟამად არის აბიტურიენტი და გეგმავს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიზნესიდეის, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება (კრიტერიუმები იხილეთ აქ) ინგლისურ ენაზე და PDF ფორმატით გადაგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contest@iliauni.edu.ge
კონკურსის ვადები

ბიზნესიდეის გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი.

1-5 ივნისამდე გაიმართება ”სტარტაპ”-კვირეული - ნახევარფინალი, რომლის ფარგლებშიც არჩეულ კონკურსანტებს ექნებათ საშუალება, გაიარონ კონსულტაცია ბიზნესმენტორებთან, მარკეტოლოგებთან და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან.

15 ივნისს ფინალში გადასული მონაწილეები საპატიო ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარი პროექტების პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე.

კონკურსის პირობები

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველ ეტაპზე საჭიროა ბიზნესიდეის ჩამოყალიბება (კრიტერიუმების დაცვით) და გადმოგზავნა ელექტრონულ მისამართზე; contest@iliauni.edu.ge

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მიიღებენ მონაწილეობას ”სტარტაპ”-კვირეულში, გაივლიან კონსულტაციას ბიზნესის სხვადასხვა სფეროში გამოცდილ მენტორებთან და დახვეწენ საკუთარ პროექტს.
მეორე ეტაპის ბოლოს შეირჩევა კონკურსანტთა კონკრეტული რაოდენობა.

მესამე ეტაპი ანუ ფინალი გაიმართება 15 ივნისს. შერჩეული კონკურსანტები ჩაატარებენ თავიანთი ბიზნესიდეების პრეზენტაციას და მათ შორის გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

პრიზები:

I ადგილზე გასული მონაწილე გაემგზავრება ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Freie Universität Berlin), ჩაერთვება ბერლინის უნივერსიტეტის ინკუბატორში, Profund-ში, რაც დაეხმარება მას, განავითაროს საკუთარი ბიზნესიდეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ხელს შეუწყობს მას საკუთარი ბიზნესისთვის სპონსორების მოძიებაშიც.

ფინალში გადასული ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

აუცილებელი პირობები:
●  გამარჯვებულმა უნდა ჩააბაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში და მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხებს ჯილდოს მიღებას.
● გადმოგზავნილი ბიზნესგეგმა უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ კრიტერიუმებს.
●  მონაწილე უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურად გამართულად, მინიმუმ B2 დონეზე.
●  კონკურსი ჩაითვლება რელევანტურად, თუ ნახევარფინალში გავა 7 მონაწილე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა
მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
თბილისი 0162, საქართველო
ტელ: 2 25 17 32
ელფოსტა: contest@iliauni.edu.ge
ვებგვერდი: www.iliauni.edu.ge
Facebook: https://www.facebook.com/iliaunibusinessschool

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები