ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

SDSU-საქართველომ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი შენობის პროექტის და საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია გამართეს

ახალი ამბები

19 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საზოგადოებას ახალი შენობის პროექტი წარუდგინეს. ოთხსართულიანი (4000 კვ.მ-ზე მეტი) საგანმანათლებლო ნაგებობის მშენებლობა ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, SDSU-საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდება SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

მშენებლობა 2017 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.

პრეზენტაციას დაესწრნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბენჯამენ ზიფი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი.

პრეზენტაციაზე, ასევე, გამოცხადდა SDSU-საქართველოს ახალი საბაკალავრო პროგრამების დაწყების შესახებ სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიაში.

2017 სასწავლო წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში შესთავაზებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

2016 წელი

 

 

 

ბანერები