ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია იტალიის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია

elchiხუთშაბათს, 4 ივნისს, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" პროფესორ ნოდარ ლადარის იტალიის სახელმწიფო პრემიის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: მწერლები, მთარგმნელები , იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიტორიო სანდალი.

2009 წელს პროფესორი, მთარგმნელი, აღმოსავლურ საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორი, 2გაზეთ "24 საათის" პრესომბუდსმენი ბატონი ნოდარ ლადარია მსოფლიოს იმ ადამიანთა შორის მოხვდა, ვისაც იტალიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა. იტალიის სახელმწიფო პრემია ყოველწლიურად იტალიურიდან და იტალიურად საუკეთესო თარგმანებისათვის, იტალიური და უცხოური საუკეთესო გამოცემისთვის და სხვადასხვა დარგში კიდევ ოთხი საგანგებო პრემია გაიცემა.
3პროფესორი ნოდარ ლადარია, რომელმაც ეს ჯილდო მისი მთარგმნელობითი, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და იტალიური კულტურის გავრცელებისთვის მიიღო, პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საქართველოს მოქალაქეა, ვისაც ასეთი პრემია მიენიჭა.

ბანერები