ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო შედეგები - მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე
ახალი ამბები
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა საბოლოო შედეგები კვლევითი განაცხადის, ზეპირი გამოცდისა და აპელაციის გათვალისწინებით იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტში.
ხელშეკრულების გაფორმება
პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2026 წლის 16 და 17 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის A303 ოთახში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი №32.
დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ორიგინალი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, პასპორტის ან პირადობის მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ორი 3×4-ზე ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;
- აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული ხუთწლიანი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის;
- თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად დოკუმენტებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელი წინაპირობაა.
2026