ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგი სტრუქტურული ერთეულების მიხედვით:
| დეპარტამენტი/სამსახური/ლაბორატორია | ვაკანსიების რაოდენობა |
მოთხოვნები |
| არქივთმცოდნეობის დეპარტამენტი | 3 |
ისტორიის მიმართულება |
| კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიის დეპარტამენტი | 4 |
ქართული ფილოლოგიის მიმართულება |
| ბიბლიოთეკის დეპარტამენტი | 10 |
ჰუმანიტარული მიმართულება |
| ფონდების მართვის დეპარტამენტი | 3 |
კომპიუტერული პროგრამის Access ცოდნა ან სწავლის უნარი |
| წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტი | 3 |
ისტორიის მიმართულება (მაგისტრანტი) |
| დიგიტალიზაციის ლაბორატორია | 2 |
კომპიუტერული პროგრამის Photoshop ცოდნა |
| რესტავრაციის ლაბორატორია | 4 |
ბიოლოგიის მიმართულება |
| განათლების დეპარტამენტი | 5 |
განათლების მიმართულება, ჰუმანიტარული მიმართულება |
| მეგობართა საზოგადოების PR სამსახური | 2 |
კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა |
სტაჟიორად მიიღება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტი, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირი (თუ მოთხოვნაში არ არის დაზუსტებული საფეხური).
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ჩამოსატვირთი ფორმა);
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი ფოტოსურათი (3x4).
საბუთები მიიღება 2012 წლის 30 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტში.
საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.
ჩამოსატვირთი ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროგრამის კოორდინატორი: განათლების დეპარტამენტი
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ჟღენტი
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)
მობ.: (599) 67 98 46
ელ.ფოსტა: edu@manuscript.ac.ge
www.manuscript.ge
http://www.manuscript.ge/index.php?m=83&newsid=983