ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, კანცელარიისა და სათამაშოების მაღაზია აცხადებს ვაკანსიებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
•    დახვეწილი მეტყველება;
•    საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (ტესტირება; "ექსელში" მუშაობის გამოცდილება);
•    ანალიტიკური და მათემატიკური უნარ-ჩვევები;
•    გაყიდვების ორგანიზების უნარი (გამოცდილება);
•    უცხო ენის ცოდნა (სასურველია. უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნეთ);
•    უმაღლესი განათლება.

მოვალეობები:
•    მომხმარებლებთან ურთიერთობა; საჭირო პროდუქტის შეთავაზება; შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
•    მომხმარებლის ეფექტური მომსახურება;
•    ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
•    დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
•     სრულყოფილად იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციას;
•    მაღაზიის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
•    დაეხმაროს მაღაზიის მენეჯერს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.

პრეტენდენტები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას. კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

კანდიდატები გაივლიან ერთკვირიან უფასო ტრენინგებს.

ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ გაუფორმდებათ ხელშეკრულება 2-თვიანი ანაზღაურებით სტაჟირებაზე. სტაჟირების პერიოდში მინიმალური ხელფასია 150 ლარი თვეში. საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ, ხელფასის მოცულობის და დაკავებული პოზიციის განსაზღვრა მოხდება კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების და ცოდნის მიხედვით (მინიმალური ხელფასი: დღიური 10 ლარი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვიტანეთ CV აუცილებლად 3x4 ზომის ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: თბილისი, ფალიაშვილის 88 (მაღაზია "იწილო-ბიწილო". საკონტაქტო პირები: ნატო და ნათია) ან გამოაგზავნეთ ელ.ფოსტით მისამართზე: nato2727@gmail.com 30 ივნისის ჩათვლით .

შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის თავად კომპანია დაუკავშირდება.

ბანერები