Villeroy & Boch" ბუტიკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
"Villeroy & Boch"-ის პროდუქციასთან ერთად ბუტიკში წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული სანტექნიკა, კერამიკული ფილები, პარკეტი, შემრევები და სააბაზანო აქსესუარები.
აღნიშნულ პოზიციაზე დანიშნული იქნება 1 ბიჭი და 1 გოგონა.
ანაზღაურება: 700 ლარი და ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე.
მოვალეობები:
- კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
- ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილების ქონა;
- ქართულად გამართული მეტყველება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, კოლეგიალურობა;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - 2 თვე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ ფოსტაზე: david@decorum.ge და "subject"-ში მიუთითოთ "გაყიდვების მენეჯერის პოზიცია". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას. 2012 წლის 25 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.