ვებპროგრამისტის თანამდებობა "Flash Design Studio"-ში
"Flash Design Studio" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის თანამდებობაზე.
პროფესიული მოთხოვნები:
• PHP - ობიექტზე ორიენტირებული ენის ცოდნა;
• MySQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის ცოდნა;
• JavaScript/Ajax ტექნოლოგიის კარგი ცოდნა (მზა ბიბლიოთეკების გამოყენების შესაძლებლობა, როგორიცაა jQuery);
• სასურველია გქონდეთ გრაფიკულ რედაქტორებთან (Photoshop, Illustrator, Fireworks) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მოთხოვნები:
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
• პუნქტუალურობა;
• ლოგიკური აზროვნების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 16 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.