ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვებ-პროგრამისტის ვაკანსია ჟურნალ ,,ტაბულა”-ში

"ტაბულა" ეძებს ვებ-პროგრამისტს სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.

სამუშაოს აღწერა:
•    არსებულ საიტზე ფუნქციონალის მოდიფიცირება და დამატება;
•    ახალი საიტის შექმნაში მონაწილეობა;
•    სტანდარტული ვებ-ფუნქციონალის გარდა, საიტისთვის შეიქმნება მრავალფეროვანი ინტერაქტიული მოდულები - არასტანდარტული გამოკითხვები, ქვიზები/ტესტები, ინტერაქტიული გრაფიკები, მცირე ლოგიკური/საინფორმაციო თამაშები.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
•    CV (განათლება, სერტიფიკატები, მიღწევები, სამუშაო გამოცდილება, ინტერესები);
•    პროგრამისტული პროექტების ჩამონათვალი (მითითებული იყოს მათში შესრულებული ფუნქცია);
•    დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ მოკლე სამოტივაციო წერილი (ნახევარ გვერდამდე).

აუცილებელი მოთხოვნები:
•    PHP;
•    JavaScript;
•    AJAX;
•    PHP MVC ფრეიმფორკი (ერთი მაინც);
•    MySQL;
•    PHPMyAdmin.

აპლიკანტს ყველა ჩამოთვლილი ინსტრუმენტი/ტექნოლოგია მინიმუმ ერთ მუშა პროექტში უნდა ჰქონდეს გამოყენებული.

უპირატესობად ჩაითვლება:
•    Flash (ActionScript 3, Flex);
•    Subversion ან ვერსიების კონტროლის სხვა სისტემა;
•    PHP დებაგერი;
•    ონლაინ-გადახდები;
•    Facebook ინტეგრაცია;
•    ჰოსტინგ-პანელები (CPanel/DirectAdmin/Plesk);
•    ჩამოთვლილთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
•    ოპტიმალური პროგრამული გადაწყვეტის პოვნა;
•    ამოცანაზე თვალსაჩინოდ ("ფურცელზე") მუშაობა;
•    "სუფთა", კომენტირებული კოდის წერა;
•    ინგლისურენოვან რესურსებთან (დოკუმენტაცია, ტუტორიალები) მუშაობა;
•    სკრუპულოზობა;
•    პროექტის ფარგლებში, დედლაინების პირობებში მუშაობა.

საუკეთესო კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე. შესაძლოა ადგილზე დავალების მიცემაც. ხელფასი შეთანხმდება ინდივიდუალურად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 23 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები