ვებ-პროგრამერის/დიზაინერის ვაკანსია
"World Vision საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამერის/დიზაინერის პოზიციაზე, "იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლებში კომპუტერული ტექნოლოგიების დანერგვა" პროექტის ფარგლებში ვებ პორტალის შესაქმნელად.
ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: ერთჯერადი.
სამუშაო პერიოდი: 1 თვე.
კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს:
• PHP (ან .NET), CSS, JavaScript, XML, MySQL (ან MS SQL);
• Flash ActionScript, Dreamweaver, Photoshop;
• MySQL, PHP (ან MS SQL, .NET) პროგრამების საშუალებით ვებ გვერდის შექმნა/განთავსება;
• უნდა იყოს დამოუკიდებელი და დეტალებზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 9 ივნისი, 3 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.