ვებ-დიზაინერის ვაკანსია სასჯელაღსრულების სამინისტროში
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას ვებ-დიზაინერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
• გრაფიკული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe illustrator, Flash;
• HTML, CSS-თან მუშაობის ცოდნა.
მოვალეობები:
• ვებ-საიტის დიზაინის შექმნა, დაჭრა და პროგრამისტისთვის მომზადება;
• კორპორატიული სტილის შექმნა;
• ლოგოებისა და ბანერების შექმნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 29 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 832 29 47 11.