ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვებ-დიზაინერის ვაკანსია კომპანიაში "აი-ბი-ესი"

საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერი კომპანია "აი-ბი-ესი" აცხადებს ვაკანსიას ვებ-დიზაინერის თანამდებობაზე (ერთთვიანი საგამოცდო პერიოდით).

მოვალეობები:
•    საიტის დიზაინის მოფიქრება და დახატვა;
•    შექმნილი დიზაინის დაჭრა და მომზადება პროგრამისტისთვის;
•    გრაფიკული ობიექტების შექმნა (ტექდიზაინი);
•    სხვა მოვალეობები უშუალო მენეჯერის მითითებით.

მოთხოვნები:
•    გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator (სხვა გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
•    რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
•    გუნდში მუშაობის უნარი;
•    ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    დროის ეფექტურად მართვის უნარი.

შერჩევისას პრიორიტეტული იქნება პორტფოლიო და ნამუშევრები. CV პორტფოლიოს ან ნამუშევრების გარეშე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 832 29 47 11.

ბანერები