ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე
ტურისტული სააგენტო "Dila+" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. ავიაბილეთების ოპერატორი
მოთხოვნები:
* Amadeus-ის პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
* ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
* კომპიუტერული/საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
* ავია-ბილეთების დაჯავშნა/გამოწერა.
* გაყიდული ბილეთების რეესტრების შედგენა და აღრიცხვა;
* სხვადასხვა ქვეყნების პარტნიორებთან, ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მიმოწერა;
* ტურისტული პროდუქტების შემუშავება: სასტუმროს დაჯავშნა, ავიაგადაფრენების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სხვა ტურისტულ პროდუქტებთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა;
* სააგენტოს მომხმარებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (წერილობით).
პიროვნული თვისებები:
* დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა.
* პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა.
* მაღალი თვითკონტროლი.
* კომუნიკაბელურობა.
* დახვეწილი მეტყველება და კარგი წერითი უნარ-ჩვევები.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10:00-18:00; შაბათს 11:00-15:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი.
2. ოფისის მენეჯერი
აუცილებელი პირობები:
* უმაღლესი განათლება
* ოფისის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვიანი);
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა რუსული ენის ცოდნას)
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
* საქმიანი და ბიზნეს წერილების შედგენა
* კომუნიკაბელურობა
* მომხმარებლების მოზიდვის უნარი
* პუნქტუალურობა;
* საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება
* სწაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი
* სწრაფად და ეფექტურად პრობლემის გადაჭრის უნარი.
* სქესი: მდედრობითი
* ასაკი: 25 წლიდან 35 წლამდე.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევს 10:00-დან 18:30-მდე; შაბათს 12:00-დან 16:00-მდე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) ელ-ფოსტაზე: office@dilaplus.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.