ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსიები საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Continental City Credit" აცხადებს ვაკანსიებს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები);
* მცირე სამუშაო გამოცდილება (იგივე პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ბანკში);
* ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
* სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
* მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
* გუნდურობა;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
* "Continental City Credit"-ში პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

ფუნქცია-მოვალეობები:

* პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
* მიკრო და მცირე ბიზნესების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროებების შეფასება;
* საკრედიტო შეთავაზებების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
* სესხების ჯანსაღი პორტფელის შექმნა და მართვა;
* გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის კონტროლი.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@cccredit.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.

ბანერები