ვაკანსიები რადიო ,,კომერსანტში”
რადიო "კომერსანტი" აცხადებს კონკურსს შემდეგ მიმართულებებზე:
1. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი;
2. რადიო რუბრიკების წამყვანი;
3. სცენარისტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის მთავარი მოთხოვნებია:
• გამართული მეტყველება;
• ახალი ამბების კეთების და მისი წაყვანის გამოცდილება;
• ბიზნეს-თემატიკის ცოდნა;
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
• გუნდთან ადაპტაციის და მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ, დაევალებათ:
• საინფორმაციო გამოშვებების მომზადება და წაყვანა;
• ბიზნეს-თემატიკაზე შექმნილი რუბრიკების მომზადება და წაყვანა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.