ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსიები კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე

შპს "ალიანს ჯგუფი კაპიტალი" აცხადებს ვაკანსიებს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

თანამდებობის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია: "ალიანს ჯგუფი კაპიტალი"
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ 47/57
ვაკანსიის რაოდენობა: ერთი
სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათიდან პრასკევის ჩათვლით.
დასაქმების თარიღი: 2014 01 მარტი.

თანამდებობის ფუნქციები:

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი ასრულებს შემდეგ ფუნქცია-მოვალეობს:
* კომპანიაში არსებული მომხმარებლის ლოიალობის გაზრდის მიზნით მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ტაქტიკის განსაზღვრა და შემუშავება;
* მომხმარებლის მოთხოვნების და ბიზნეს გარემოს ანალიზი;
* კომპანიის ამა თუ იმ პროდუქტის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრა და პოტენციური მომხმარებლის თითოეული კატეგორიისთვის კორპორატიული შეთავაზებების გაკეთება;

პრეზენტაციების მომზადება;

* არსებული და პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივ რეჟიმში განახლება;
* საქმიანი კომუნიკაცია (ზეპირი და წერილობითი) პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, ბიზნეს-პარტნიორებთან;
* არსებული და პოტენციური მომხმარებლის პირველადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათი პრობლემის/საკითხის გადაჭრის საშუალებების შეთავაზება;
* კომპანიის კორპორატიული ელექტრონული საფოსტო ყუთისა და ვებ-გვერდის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, მარკეტინგში;
* მუშაობის გამოცდილება: მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* უცხო ენების ცოდნა: სასურველია ინგლისური და რუსული ენების უმაღლეს დონეზე ფლობა;
* კომპიუტერის ცოდნა: საოფისე პროგრამების პრაქტიკულ დონეზე მოხმარების უნარი. მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები და საქმიანი უნარები: საქმიანი კომუნიკაცია, დროის ეფექტურად მართვის უნარი, პრეზენტაციის უნარები, კომუნიკაბელურობა, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული, დისციპლინირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ დატოვონ თავიანთი რეზიუმე და პირადობის მოწმობის ასლი "ალიანს ჯგუფი კაპიტალის" ოფისში, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 47/57 10:00 დან 18:00 - მდე სამუშაო საათებში ან გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ-მისამართზე: recruitment@agh.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 თებერვალი

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების და ტესტირების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

ბანერები