ვაკანსიები კომპანია "მულტი პულტის სამყაროში"
კომპანია "მულტი პულტის სამყარო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:
1. გაყიდვების მენეჯერი
აუცილებელი მოთხოვნები:
• 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
• პრეზენტაციის უნარი;
• ენერგიული, კომუნიკაბელური და აქტიური;
• დისციპლინირებული;
• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• უცხო ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური.
მოვალეობები:
• პოტენციური მომხმარებლების ამოცნობა და ბიზნეს შესაძლებლობების ძიება;
• ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
• არსებულ მომხმარებლებთან აქტიური თანამშრომლობა მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით;
• მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება;
• შეხვედრების ორგანიზება;
• პრეზენტაციების მოწყობა.
2. ბილეთების გამავრცელებელი
აუცილებელი მოთხოვნები:
• აქტიური;
• მხიარული;
• შრომისმოყვარე;
• დამაჯერებელი საუბარი;
• ასაკი: 35 წლიდან.
3. წამყვანი ანიმატორი
აუცილებელი მოთხოვნები:
• ვოკალური და ქორეოგრაფიული მონაცემები;
• მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა;
• ბავშვების სიყვარული და მათთან ურთიერთობის უნარი;
• აქტიური;
• მხიარული;
• შრომისმოყვარე;
• სტრესულ და ექსტრემალურ პირობებში მუშაობის უნარი;
• ასაკი: 18-დან 30 წლამდე.
P.S. აუცილებლად მიუთითეთ, თუ რომელ ვაკანსიაზე შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 2011 წლის 2 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.