ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსიები კომპანია "CFI Group"- ში

კომპანია "CFI Group" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
 
1. ბუღალტერი/საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მენეჯერი
 ძირითადი პასუხისმგებლობა:
•    მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გადასახადების აღრიცხვა და ანგარიშგება;
•    საგადასახადო დეკლარაციების, ფორმირება და ანგარიშგება;
•    შიდა საბაზისო სისტემაში მუშაობა და მასში სესხის საბოლოო გაცემისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეყვანა;
•    კლიენტებისა და ორგანიზაციის პერსონალისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შიდა საბაზისო სისტემიდან;
•    საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (სესხის დახურვის/რეფინანსირების, სესხის გაცემის და სხვა);
•    ხარჯების, წინასწარგადახდების, ვალდებულებების/მოთხოვნების, ავანსების მონიტორინგი და კონტროლი;
•    სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების გადარიცხვა;
•    სალაროს წიგნის და ბანკის წიგნის აღრიცხვა და მონიტორინგი;
•    ფიქსირებული აქტივების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
•    რეპორტების მომზადება ყოველი თვის ბოლოს.

 აუცილებელი მოთხოვნები:
•    სამუშაო გამოცდილება;
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
•    ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ კანონის ცოდნა;
•    უმაღლესი განათლება, აუცილებელია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
•    ადმინისტრაციული და ორგანიზატორული უნარი;
•    დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან/და ეკონომიკური განხრით;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კორექტულობა;
•    კომპიუტერის ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel-ის კარგი ცოდნა.

 2. საკრედიტო ექსპერტი

 ძირითადი პასუხისმგებლობები:

•    პოტენციური მსესხებლების მოძიება;
•    სასესხო განაცხადების მიღება, დამუშავება, დამტკიცება და გაცემა;
•    სასესხო პროექტების ანალიზი და მონიტორინგი;
•    ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი;
•    სასესხო პორტფელის მართვა;
•    უზრუნველყოფის შესაბამისობის დადგენა და შეუსაბამობის რისკების გამოვლენა;
•    საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სისტემატური შესწავლა, მასში შეტანილ ცვლილებებსა და სიახლეებზე დროული რეაგირების უზრუნველსაყოფად.

 აუცილებელი მოთხოვნები:
•    ქართული ენის გამართული ცოდნა;
•    უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსებში და საბანკო საქმეში, ან სხვა მონათესავე ეკონომიკური პროფილით;
•    სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა;
•    საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები;
•    პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვისადმი მართებული და პრინციპული დამოკიდებულება.
 კანდიდატთა შერჩევა მოხდება სპეციალური ტესტირების საფუძველზე.
რეზიუმეების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ოქტომბერი.
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები