ვაკანსიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ენების ცენტრში შემდეგ ვაკანსიებზე:
1. დირექტორის თანაშემწე
მოვალეობები:
• ფასიანი სწავლების (ონლაინ) კურსების დაგეგმვა და კურირება;
• უცხო ენების და ქართულის, როგორც უცხო ენის, შესწავლის მსურველთა დაკვალიანება/ინფორმაციის მიწოდება კურსების შესახებ, როგორც პირადად, ასევე ტელეფონით და ელ.ფოსტის საშუალებით;
• ფასიანი (სასერტიფიკატო) კურსების მასწავლებელთა ურთიერთდასწრების გეგმის შემუშავება და განხორციელებისთვის ხელშეწყობა;
• ფასიანი (სასერტიფიკატო) კურსების ევალუაცია: მონაწილეთა და მასწავლებელთა კითხვარების შემუშავება და ევალუაციის განხორციელება;
• გამოკითხვაზე დამყარებული ევალუაცია უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურთან თანამშრომლობით;
• უცხოელ ლექტორებთან თანამშრომლობა: სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას მათთვის დახმარების გაწევა;
• ენების ცენტრის არაპროგრამული აქტივობების/ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება (მაგ. კულტურის საღამოები, ენის კლუბები და მისთ.)
კვალიფიკაცია:
• უმაღლესი განათლება განათლების მენეჯმენტის სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი განათლების მენეჯმენტში ან განათლებასთან დაკავშირებულ სფეროში.
• სასურველია გამოცდილება სოციოლოგიური კვლევის სფეროში: კითხვარების შედგენა და ევალუაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა/დამუშავება;
• გამოცდილება Windows და Microsoft Office, Internet-ში ინფორმაციის მოძიებაში
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
• გერმანიაში მიღებული უმაღლესი განათლების ქონის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომელთა საქართველოში დაბრუნებიდან არ იქნება გასული 1 წელიწადზე მეტი.
• გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
• მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
• ანალიზის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
• მოტივაციის, ინიციატივის და საქმისადმი შემოქმედებითად მიდგომის უნარი.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
• სამოტივაციო წერილი;
• CV;
• პასპორტის ასლი;
• დიპლომის ასლი;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• რეკომენდაცია.
2. მარკეტინგის და/ან ვებ-მარკეტინგის სპეციალისტი
მოვალეობები:
• ენების ცენტრის ყველა მიმართულებისთვის მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
• ენების ცენტრისთვის დასახული (ვებ) მარკეტინგული გეგმის განხორციელება;
• საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
• დაინტერესებული სტუდენტების და უცხო პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება ენების ცენტრის კურსების შესახებ.
კვალიფიკაცია:
• უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება გერმანიაში მიღებული განათლება ეკონიმიკის, კერძოდ მარკეტინგის და/ან ვებ-მარკეტინგის სფეროში; სასურველია კანდიდატის საქართველოში დაბრუნებიდან არ იყოს გასული ერთ წელზე მეტი.
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
• ანალიზის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
• მოტივაცია და ინიციატივა.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
სამოტივაციო წერილი
• CV;
• პასპორტის ასლი;
• დიპლომის ასლი;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• რეკომენდაცია (უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან).
3. სტაჟიორი განათლების მენეჯმენტის სფეროში
მოვალეობები:
• გამოკითხვის წარმოება;
• ურთიერთდასწრების პროცესის, კითხვარების ევალუაციაში დახმარება;
• დახმარება ონლაინ-კურსების ორგანიზებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება განათლების მენეჯმენტის სფეროში; უპირატესობად ჩაითვლება სწავლა გერმანიაში ან გამოცდილების ქონა გერმანიაში, განათლების მენეჯმენტის ან განათლებასთან/პედაგოგიკასთან დაკავშირებულ სფეროში;
• MS Windows და Microsoft Office, Internet-ის ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
• სამოტივაციო წერილი;
• CV;
• პასპორტის ასლი;
• დიპლომის ასლი;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• რეკომენდაცია (უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან).
4. სტაჟიორი ვებ-მარკეტინგის სფეროში
მოვალეობები:
• ენების ცენტრის ვებ-მარკეტინგის გეგმის განხორციელებაში დახმარება;
• ენების ცენტრის ვებ-გვერდის კურირება;
• ონლაინ-კურსების ფორმატის გაუმჯობესებაში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, IT ან ვებ-მარკეტინგის განხრით; უპირატესობად ჩაითვლება ამ მიმართულებით სწავლა გერმანიაში;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
• სამოტივაციო წერილი;
• CV;
• პასპორტის ასლი;
• დიპლომის ასლი;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• რეკომენდაცია (უნივერსიტეტიდან ან დამსაქმებლისგან).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.