ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსიები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანია შპს "გრანდ ქენდი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. 1C ოპერატორი

განაკვეთი: სრული, ყოველდღე კვირის გარდა.
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:
* 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა.
* პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება.
* მარაგების აღრიცხვა/კონტროლი.
* ელ. ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება.
* დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი.
* სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი.
* სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
* საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ფინანსური ან ტექნიკური განხრით;
* მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პროფილით (დისტრიბუციის სფეროში ჩაითვლება უპირატესად);
* სასურველია ჯიბის კომუნიკატორებზე მუშაობის გამოცდილება.
* რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;

* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* დროის ეფექტური მართვის უნარი;
* ორგანიზების, დაგეგმვის და მონიტორინგის უნარი;
* შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* გუნდური მუშაობის უნარი.

2. მოლარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


* უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში)
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
* ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
* ქართული და რუსული ენების კარგი ცოდნა
* საბაზისო-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
* ასაკი: 23-დან 40 წლამდე
* სქესი: მდედრობითი
* 1C პროგრამის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

* ორგანიზებულობა
* პასუხისმგებლიანობა
* პუნქტუალურობა
* მოწესრიგებულობა
* კომუნიკაბელურობა
* გუნდური მუშაობის უნარი
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

ძირითადი მოვალეობები:
* ყველა სახის საკასო და საოპერაციო მომსახურება
* სალაროს ოპერაციების შესრულება
* სალაროს შემოსავალ-გასავლის წარმოება და აღრიცხვა
* ახორციელებს ფულადი გადარიცხვების მიღებას
* პასუხისმგებელია ფულადი გასავლების და შენატანების პროგრამულ ავტორიზაციაზე
* პასუხისმგებელია საინკასაციო თანხების ზუსტ აღრიცხვაზე
* პასუხისმგებელია ფულადი ნიშნების ჯეროვნად შემოწმებაზე
* ყველა ოპერაციას აღრიცხავს დროულად, ზუსტად მოქმედი შიდა პროცედურების შესაბამისად
* ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ითვლის სალაროში არსებულ ფულს და ადარებს მას პროგრამულ მაჩვენებლებთან

განაკვეთი: სრული, ყოველდღე კვირის გარდა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grandcandy@yahoo.com და მიუთითეთ სასურველი ვაკანსია.

ბანერები