ვაკანსიები
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია "გრანდ ქენდი" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. პრომო გოგონა
ვაკანტური ადგილი: 1.
ანაზღაურება: ფიქსირებული.
ვალდებულებები:
* პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა/შესწავლა;
* გაყიდვების გაზრდა;
* მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია.
მოთხოვნები:
* რუსული ენის კარგად ცოდნა. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
* სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
* კომუნიკაბელური;
* მოტივირებული;
* ორგანიზებული;
* ენერგიული;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
* გამართულად მეტყველების უნარი;
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
* აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 20-დან 30 წლამდე ასაკის გოგონები.
2. პრისელერი
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება
* შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
* თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
* ასაკი: 25-დან 40 წლამდე
* სქესი: მამრობითი
* მართვის მოწმობა.
პიროვნული თვისებები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* პუნქტუალურობა
* შრომისმოყვარეობა
* ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
* კომუნიკაბელურობა
* გუნდურობა
* ახალი ობიექტების ათვისების უნარი
* პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
* დოკუმენტებთან და პოკეტთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
* ქართული და რუსული ენების ცოდნა.
მოვალეობები:
* პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
* სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
* სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
* სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
* ყველა სავაჭრო ობიექტში შესაბამისი თაროების განთავსება;
* სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
* დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
* ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
* გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.
* კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი
* ახალი კლიენტების მოძიება, ასევე, პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grandcandy@yahoo.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.