ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე
"ბი-ემ-სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
- კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ, პროდუქციის შეთავაზება;
- კლიენტისათვის პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის რეალიზაციისას საჭირო საბუთების გამოწერა/გაფორმება;
- ნაშთების შემოწმება და დარბაზის მენეჯერის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება და/ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
- ორგანიზაციული და ადმინისტრაციული სამუშაოების მართვა;
- უცხო ენები - ინგლისური (გამართული მეტყველება).
- პიროვნული თვისებები:
- მიზანდასახული;
- შრომისმოყვარე;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- არაკონფლიქტური.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით
ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gorgia.ge 2013 წლის 30 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.