ვაკანსია ხელნაკეთი შოკოლადების კაფე-მაღაზიის მიმტან-კონსულტანტის პოზიციაზე
შპს "ელდორადო" აცხადებს ვაკანსიას ხელნაკეთი შოკოლადების კაფე-მაღაზიის მიმტან-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია შესაბამის სფეროში (კაფეში) მიმტანად მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
* ობიექტში კლიენტების დახვედრა, მისალმება, კონსულტირება;
* მოახდინოს თითოეული კლიენტის დაინტერესება კაფე-მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციით;
* ობიექტში შემოსული კლიენტის შეფასება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
* შპს "ელდორადო"-ში წარმოდგენილი პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა, შექმნის ისტორიის შესწავლა და კლიენტების ინფორმირება;
* კლიენტისთვის პროდუქციის შეძენით მიღებული სარგებლის ჩვენება;
* ლოიალური კლიენტების შეძენა;
* მომხმარებლისთვის მყუდრო, თბილი, ოჯახური გარემოს შექმნა;
* კაფე-მაღაზია "ელდორადო"-ში დანერგილი ადმინისტრაციული წესების ზედმიწევნით შესწავლა/განხორციელება;
* მაღაზიაში სისუფთავის კონტროლი;
* წარმოებული პროდუქციის მაღაზიაში წარმოდგენა(მერჩენდაიზინგი) ვადების, ვარგისიანობის კონტროლი;
* წუნდებული პროდუქციის ჩამოწერა/დასაწყობება.
პიროვნული თვისებები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* აქტიურობა, კომუნიკაბელურობა
* გამართული მეტყველება
* საქმის განაწილების, კონტროლის, ადმინისტრირების უნარი
* პუნქტუალურობა
* სწრაფად ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე, თანდართული სამოტივაციო წერილით შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს 30 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.