ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე შემდეგ ფილიალებში: თბილისში, გორში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ყვარელში, თელავში, გურჯაანსა და მესტიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* მომხმარებელთა მომსახურება, კონსულტირება და განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის სერვისების ფარგლებში;
* მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
* მიღებული დოკუმენტების მონაცემთა სისწორის შემოწმება;
* სსიპ იუსტიციის სახლის მომსახურების სტანდარტის დაცვა;
* უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესრულება;
* უშუალო ხელმძღვანელის დავალებით იუსტიციის სახლის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა და მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის სავალდებულოა იუსტიციის სახლის პროდუქტების ცოდნა;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა).

პროფესიული უნარები:

* კომუნიკაბელურობა;
* ლოგიკური აზროვნება;
* კეთილგანწყობა;
* დახვეწილი მეტყველება;
* მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
* გუნდურობა.

თანამდებობრივი სარგო: 600-930 ლარი (დარიცხული).
უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კანდიდატებს.
დაკავშირება მოხდება წარმატებულ კანდიდატებთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge არაუგვიანეს 2013 წლის 16 ნოემბრისა.

ბანერები