ვაკანსია ვებ პროგრამისტის თანამდებობაზე ჟურნალ "ტაბულა"- ში
ჟურნალი "ტაბულა" აცხადებს ვაკანსიას ვებ პროგრამისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერა:
• ვებ მენეჯერის ხელმძღვანელობით არსებულ საიტში ცვლილებების შეტანა;
• სამომავლოდ (დაახლოებით ერთი წლის თავზე გასაშვებად) ახალ საიტზე მუშაობა.
პირობები:
პირველი თვე - ნახევარი განაკვეთი.
ანაზღაურება: 600 ლარი. შემდგომი საათობრივი დატვირთვა და ანაზღაურება განისაზღვრება სამუშაოს მოცულობით და იქნება სასტარტო პირობებზე არანაკლები. შესაძლებელია დეტალებზე მოლაპარაკება და წარმოდგენილ პირობებთან მიახლოებული პირობების შემოთავაზება.
მოთხოვნები:
• PHP, MySQL, JavaScript, HTML, CSS ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• CMS-ების (Drupal, Wordpress ან სხვა) გამოყენებით დეველოპმენტის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა ტუტორიალების გარჩევისთვის აუცილებელ დონეზე;
• სკრუპულოზობა და გამჭვირვალედ, გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი.
საჭირო დოკუმენტები:
• ვებ პროექტების სია, მათში შესრულებული როლის აღწერით;
• სერტიფიკატებისა და სხვა ფორმალური მიღწევების სია რელევანტურ სფეროებში;
• სამუშაო გამოცდილების მოკლე აღწერა (ორგანიზაციები, პოზიციები და დროის შუალედები);
• განათლება (სასწავლებლებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი და წლები);
• ზოგადი ინფორმაცია (გვარი, სახელი, დაბადების წელი, ელ-ფოსტა, ტელეფონი);
• შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ასევე მოკლე სამოტივაციო წერილი, ინტერესებისა და მიზნების აღწერა და სოციალური ქსელის გვერდის მისამართი, თუ ამგვარი გაგაჩნიათ.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 აგვისტო.
აპლიკანტები პასუხს მიიღებენ აპლიკაციის გამოგზავნიდან ერთი კვირის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.