ვაკანსია ვებ ინტერაქციის მენეჯერის პოზიციაზე
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას ვებ ინტერაქციის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საქართველოს ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიებისათვის:
Facebook-გვერდებისა და სოციალური მედიის სხვა არხების მართვა, აუდიტორიასთან ინტერაქციის აქტივობების დაგეგმარება, ინსაიტებისა და სტატისტიკის ანალიტიკა, შედეგების პერიოდული რეპორტინგი;
Google AdWords, Facebook Ads და ინტერნეტ რეკლამის სხვა სპეციალურ პლატფორმებში განთავსების დაგეგმარება, მართვა და შედეგების რეპორტინგი;
არსებული ვებ გვერდების კონტენტის, სიახლეებისა და მულტიმედიური განთავსებების მართვა, განახლება.
სავალდებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
სამუშაო გამოცდილება:
სოციალური მედიის არხების შექმნისა ან/და წარმატებით მართვის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
სასურველი ცოდნა და უნარები:
* Facebook (Page Management Basics, Insights and Metrics, Advertising Campaign Management Basics, App Center Basics);
* Google (Analytics Basics, AdWords Basics);
* YouTube და/ან MyVideo არხების მართვა;
* ალტერნატიული/მზარდისოციალური არხების (LinkedIn, Instagram, Pinterest) გამოყენების გამოცდილება;
* რუსული სოციალური არხების (LJ, VK, OK) გამოყენების გამოცდილება;
* დროის ეფექტურად მართვა;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruit@bog.ge 2014 წლის 18 თებერვლამდე.