ვაკანსია ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე
მაფ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.
მაფ კარფურ საქართველო გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობეი:
• მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას
• მომხმარებლის დახმარება ურიკის ჰიპერმარკეტიდან გატანაში
• ჰიპერმარკეტის ტერიტორიიდან გატანილი ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება
• ჰიპერმარკეტში არსებული ურიკების რაოდენობის კონტროლი
• სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.
მოთხოვნები:
• მამაკაცი 18 წლიდან
• კარგი ფიზიკური მონაცემები
• პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
• კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი
• მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება 350 ლარიდან პოზიციის შესაბამისად.
ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტით.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (ინგლისურ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით) მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 9 ივნისისა. გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხლილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.