ვაკანსია უმცროსი ვებ-დეველოპერის თანამდებობაზე
კომპანია "Digital Design" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ვებ-დეველოპერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
უფროს პროგრამისტთა ჯგუფის ასისტირება;
ვებ-გვერდების გრაფიკული დიზაინის კონვერტაცია პროგრამულ კოდში;
ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
ტექსტუალური და ფოტო მასალის განთავსება ვებ-გვერდზე.
აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:
HTML5/PHP/CSS/Jquery/JavaScript ტექნოლოგიების ცოდნა;
მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საშუალო დონეზე).
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:
გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop, Illustrator, Corel) მუშაობის
გამოცდილება;
Wordpress სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
1C Bitrix სისტემის ცოდნა;
Adobe Flash-პროგრამირების ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;ლოგიკური აზროვნების უნარი;გუნდში მუშაობის უნარი;დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
ხელფასი: 300-600 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: info@digitaldesign.ge 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Web Developer". არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.