ვაკანსია უფროსი სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე
პროკრედიტ ბანკი საქართველო აცხადებს უფროსი სისტემის ადმინისტრატორის ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს სისტემის ადმინისტრირების განყოფილებაში.
პროკრედიტ ჯგუფი მსოფლიოს სამ კონტინენტზე მოქმედ 21 ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელიც განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს. ვცდილობთ, ამ სამიზნე ჯგუფებისთვის “უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი” ვიყოთ, რაც მათთვის კომპლექსური და გამჭვირვალე ფინანსური მომსახურების შეთავაზებას გულისხმობს. ამ ბიზნესების ზრდა ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
ამასთან ერთად, ვცდილობთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ბანკების მახლობლად ცხოვრობენ და საქმიანობენ, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე საბანკო მომსახურება გავუწიოთ და მათ შორის დავამკვიდროთ დაზოგვის კულტურა. საქართველოში პროკრედიტ ბანკმა ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალითაა წარმოდგენილი.
ძირითადი მოვალეობები:
• ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების ადმინისტრირება მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
• ბანკის სერვერებზე ოპერაციების მართვა და კონტროლი;
• ფინანსური მონაცემების უსაფრთხოების, მონაცემთა აღდგენის პოლიტიკის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა;
• საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური სისტემების ადმინისტრირება;
• ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა;
• ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთეულებს შორის უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა;
• მომხმარებლების ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის მართვა;
მოთხოვნები:
• Microsoft Windows Server 2008-ის და Active Directory-ის და სერვერული პროდუქტების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft DNS-სთან მუშაობის გამოცდილება;
• TMG -სთან მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft Windows Server 2008 -ის ინსტალაციისა და ადმინისტრირების ცოდნა;
• Microsoft Exchange Server 2010 -ის ინსტალაციისა და ადმინისტრირების ცოდნა;
• Microsoft System Center –ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft Hyper-V -სთან მუშაობის გამოცდილება;
• Microsoft DPM 2010 ბექაპირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
• SAN (Storage area network) - მონაცემთა საცავებთან მუშაობის გამოცდილება;
• TCP/IP პროტოკოლების თეორიული ცოდნა და ქსელებთან მუშაობის გამოცდილება.
ასევე:
• დაკვირვებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
• კომპიუტერული ტექნოლოგიების სრულყოფილად ფლობა;
• კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
• დამოუკიდებლად მუშობის უნარი;
• სტრსეულ გარემოში მუშაობის უნარი;
• დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანად და სათანადოდ შესრულების უნარ-ჩვევები.
დაინტერესების შემთხვევაში, მიმართეთ ჩვენს ვებ-გვერდს და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა;
გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც განაცხადის ფორმა სრულყოფილად ექნებათ შევსებული.
საბაზისო მათემატიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 დეკემბერი, 2012წ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ–გვერდებზე: www.procreditbank.ge და www.procredit-holding.com