ვაკანსია უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
უძრავი ქონების სააგენტო "Town Center" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძიება.
უძრავი ქონების აღწერა და ფოტო-მასალის მომზადება.
ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე.
პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების მომზადება.
სამუშაო გრაფიკი: დღის 11:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
ქართული ენის გამართული ცოდნა;
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office, Internet
ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია).
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: teodochviri@towncenter.ge 2013 წლის 25 ივლისამდე.