ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე

ტურისტული სააგენტო "TravelMinder" აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

* ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
* გიდის, ტრანსპორტის, კვების ობიექტების და განთავსების ობიექტების შერჩევა;
* ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
* სამოგზაურო დოკუმენტაციის, ტურის პროგრამის მომზადება, მომსახურე გუნდისათვის (გიდი, მძღოლი, ტურის გამყოლი);
* სერვის მომწოდებლების შერჩევა, მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება, მათგან მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


* სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით;
* მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში;
* ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
* საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

უნარები:

* ორგანიზებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* გუნდურად მუშაობის უნარი;
* ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით ელ.მისამართებზე: info@travelminder.ge | ketevanjalaghania@travelminder.ge არაუგვიანეს 2014 წლის 12 იანვრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტუროპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანერები