ვაკანსია ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე
ტურისტული კომპანია "ტურისტი ტური" (http://touristtour.ge/) აცხადებს ვაკანსიას ტურ-ოპერატორის თანამდებობაზე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• აუცილებელია სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში
• ტურების შედგენის, დაგეგმვის და ორგანიზების გამოცდილება
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
• ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების მაღალ დონეზე ცოდნა
• აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
• ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
• კომუნიკაბელურობა
• პრეზენტაციების წარმოდგენის უნარ-ჩვევები
• გუნდური მუშაობის პრაქტიკა
• დისციპლინა და პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე: vakansiatourist@yahoo.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია 2012 წლის 25 მაისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.