ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია ტაოპრივატბანკში ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

სს "ტაოპრივატბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური მენეჯერის (იურიდიული პირების მომსახურე ოპერატორის) თანამდებობაზე.

ვაკანსია ცხადდება შემდეგი რეგიონებისთვის: თბილისი, ხაშური, ბათუმი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, კასპი, ქუთაისი, სენაკი, ბოლნისი, რუსთავი, წყალტუბო, გარდაბანი, ზუგდიდი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:


•    უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება;
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    ქართული და რუსული ენების კარგად ფლობა;
•    გამოცდილება გაყიდვების კუთხით;
•    დარწმუნების უნარი;
•    გუნდურად მუშაობის უნარი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
•    კომუნიკაბელურობა;
•    ბანკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მოვალეობა: ბანკში იურიდიული პირების მოზიდვა და მომსახურება.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 ნოემბერი.

სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია და რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები