ვაკანსია სტუმრებთან ურთიერთობის ასისტენტი
შპს ”თბილისი პარკი” აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის ასისტენტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
• აქციებისა და ღონისძიებების დაგეგმილი პაკეტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
• სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
• სტუმრების მიღება-გაცილება;
• სტუმართა კითხვარების შევსება;
• სტუმართათვის ინფორმაციის მიწოდება პარკის, ატრაქციონებისა თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
• დაბადების დღეებისა და სხვა კერძო დღესასწაულებისათვის ჯავშნების გაკეთება, სტუმრებთან ურთიერთობა;
• პროგრამული ბარათების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა;
მოთხოვნები:
• სტუმრებთან ურთიერთობის გამოცდილება,
• სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა, თავაზიანად მომსახურება, განსაკუთრებული მიდგომა სტუმრებთან;
• უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;
• იყოს მობილიზირებული და მოტივირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე სურათით ელექტრონულ მისამართზე hr@park.ge არაუგვიანეს 7 დეკემბრისა.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გთხოვთ სათაურად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რაც გაგვიიოლებს შერჩევის პროცესს.