ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე

სს "ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე საოპერაციო და საკრედიტო განხრით. ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალები

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მომხმარებლებისათვის ბანკის პროდუქტების პრეზენტაცია.

აუცილებელი უნარები:

** მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები; დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
** სხარტი აზროვნება, ინტუიცია;
** ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV (აუცილებლად ფოტოსურათით) 2013 წლის 13 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:
წერეთლის გამზ. 117
ტელ: (995 32)2 401 401
jobs@constanta.ge

ბანერები