ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე

"ბანკი კონსტანტა"  აცხადებს ვაკანსიას  სტაჟიორის პოზიციაზე საოპერაციო განხრით (საოპერაციოს სფეროში შერჩეული სტაჟიორები- ოპერატორი, მოლარე ოპერატორის  პოზიციაზე).ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალებში

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება;
* რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

* საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
* შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
* ახალი კლიენტების მოზიდვა;
* მომხმარებლებისათვის ბანკის პროდუქტების პრეზენტაცია.

აუცილებელი უნარები:

* მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი;
* სხარტი აზროვნება, ინტუიცია;
* ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* ყურადღება დეტალების მიმართ, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV  ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@constanta.ge 2013 წლის 7 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება - საოპერაციო მიმართულებით”.

ბანერები