ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე
"ბანკი კონსტანტა" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.ადგილმდებარეობა : თბილისი
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე,ბიზნეს ადმინისტრირება;
* რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
* საბანკო პროდუქტებით დაინტერესებულ პირებთან სისტემატური კომუნიკაცია დამათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
* შედეგებზე ორიენტაცია - ყოველთვიური დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
* ახალი კლიენტების მოზიდვა;
* მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია.
აუცილებელი უნარები:
* მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციური უნარები;დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად დასრულების უნარი; სხარტ აზროვნება,
ინტუიცია;
* ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
* ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
* მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* ყურადღება დეტალების მიმართ, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@constanta.ge 2013 წლის 29 ივნისამდე ,სათაურის ველში მიუთითეთ ”სტაჟირება”.