ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სტაჟიორის პოზიციაზე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის  პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

სტაჟიორი ჩართული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო ვებ-პორტალის მართვაში; კერძოდ:
* არჩევნების პორტალზე ინფორმაციის განთავსება საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
* ორგანიზაციის ანგარიშების, განცხადებების, ღონისძიებებისა თუ სხვა სიახლეების შესახებ არჩევნების პორტალზე ინფორმაციის განთავსება;
* ორგანიზაციის სოციალური მედიის არხების მართვაში მონაწილეობა;
* პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია არჩევნების პორტალთან დაკავშირებით;
* არჩევნების პორტალთან დაკავშირებით საქმიანი შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

* სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა; ვებ-საიტებთან, ბლოგებთან მუშაობის გამოცდილება;
* ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ტექნიკური სისხარტე;
* მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივ-სოციალური მოვლენებით დაინტერესება;
* ინიციატივიანობა და კრეატიულობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* ორგანიზებულობა.

 სტაჟირება საწყის ეტაპზე (2 თვე) არ არისანაზღაურებადი,  წარმატებულ სტაჟიორებს მიეცემათ საშუალება გააგრძელონ ორგანიზაციაში მუშაობა საარჩევნო პერიოდში და მიიღონ ჰონორარი. ამასთანავე, სტაჟირების სრულ პერიოდში ორგანიზაცია დაფარავს სტაჟიორის კომუნიკაციისა და სამსახურში ტრანსპორტირების ხარჯებს.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ : რეზიუმე (CV) და  მოკლე სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე  ელექტრონულ მისამართზე: t.kirvalidze@isfed.ge   2013 წლის 20 ივნისის  ჩათვლით , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბანერები