ვაკანსია სს ენერგო–პრო ჯორჯია
სს ენერგო-პრო ჯორჯია არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგო სექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს ენერგო–პრო ჯორჯია აცხადებს კონკურსს სტაციონალური მზომი ხელსაწყოების მართვის ქვეგანყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
• გამზომი ხელსაწყოების შემოწმების და დაკალიბრების (დამოწმების) სამუშაოების ჩატარება;
• სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი;
• გამზომი ხელსაწყოების მონაცემთა ბაზის შედგენა და წარმოება.
საჭირო კვალიფიკაცია:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ელექტროენერგეტიკული განხრით);
• ენერგეტიკის სფეროში (ელექტროენერგიის აღრიცხვის დარგში) მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;
• კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და საოფისე პროგრამების ცოდნა;
• ელექტროდანადგარებთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია დაკალიბრების და დამოწმების სამუშაოების ჩატარების კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის არსებობა;
• სასურველია უცხო ენების ცოდნა – ინგლისური, რუსული.
დამატებითი მოთხოვნები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პროფესიონალიზმი და კოლეგიალურობა;
• მოტივაცია მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ზრდისათვის;
• სიახლეების ათვისების უნარი;
• კომუნიკაბელურობა;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საქართველოს მასშტაბით გამგზავრება.
განაცხადების გაგზვანის ბოლო ვადაა 2012 წლის 17 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.