ვაკანსია ს.ს. "ბანკ ქართუში”
ს.ს. "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო მომსახურების ჯგუფის სადღეღამისო ოპერატორის თანამდებობაზე, კლიენტთა მომსახურების ცენტრში.
ფუნქციები და მოვალეობები:
• ბანკში შემოსულ ზარებზე, შეკითხვებზე, შენიშვნებზე კვალიფიციური პასუხის გაცემა და დახმარების გაწევა;
• საბანკო პროდუქტებზე ფილიალებისათვის, სერვის-ცენტრებისათვის და კლიენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
• 24 საათის განმავლობაში ბანკომატების და ტერმინალების კონტროლი.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატელეფონო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
• ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
• საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
• სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
• დეტალებისადმი ყურადღება, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
• კონტროლის მაღალი ხარისხი;
• გამართული მეტყველება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
• ავტობიოგრაფია ფოტოსურათით;
• დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები;
• რეკომენდაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 10 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.