ვაკანსია სპეციალისტის თანამდებობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში, მონეტარული პოლიტიკის განყოფილებაში, სპეციალისტის თანამდებობაზე.
მოვალეობები:
ეკონომიკის რეალური სექტორის ანალიზი;
მთლიანი შიდა პროდუქტის მოკლევადიანი პროგნოზირება სექტორების მიხედვით;
შრომის ბაზრის ანალიზი;
ეროვნული ბანკის პუბლიკაციების (წლიური ანგარიში, ინფლაციის მიმოხილვა, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომებისათვის ინფორმაციის მომზადება მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
მაკროეკონომიკური კვლევების ჩატარება და სამუშაო სტატიებისა და სადისკუსიო ნაშრომების მომზადება;
მოთხოვნები:
მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, სტატისტიკის ან მათემატიკის დარგში; სამუშაო გამოცდილება 1 წელი.
კარგი ადაპტაციის და ახალი სამუშაოს ადვილად ათვისების უნარი;
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
კომპიუტერული უნარები - MS Windows, MS Exel, MS Word, MS Outlook, E-views;
ანალიტიკური უნარი;
კომუნიკაციის უნარი;
პრეზენტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1600 ლარიდან 2900- ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge/
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 31 იანვარი.