ვაკანსია სოციალური მედია ქსელების სპეციალისტის თანამდებობაზე
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია ქსელების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* კომპანიის სოციალური მედია საშუალებების (ინტერნეტ ფორუმების,ვებ-ბლოგების, სხვა სოციალური ქსელების) აქტივობების დაგეგმვა და მართვა.
* კომპანიის სოციალური მედია კამპანიის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში თანამონაწილეობა;
* სოციალური ქსელის მომხმარებელთა აზრის პერიოდული კვლევა და შედეგების მიხედვით კომპანიის სოციალური მედია კამპანიის სტრატეგიის გადახედვა-განახლება.
კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებსა და პიროვნულ თვისებებს:
* კარგად განვითარებული წერის კულტურა;
* პროფესიული გამოცდილება სოციალური მედია საშუალებების მართვაში;
* სოციალური მედიის მართვის უახლესი ტექნოლოგიების ცოდნა;
* ვებ გვერდის ადმინისტრირების უნარი;
* შემჭიდროვებულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
* მინიმალური ზედამხედველობის პირობებში სამუშაოს წარმატებით შესრულების უნარი.
* სასურველია ერკვეოდეს საავტომობილო თემატიკაში
* ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: media@rustavi1.com 2013 წლის 25 ივლისის ჩათვლით, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.