ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - "იუსტიციის სახლი" აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე, შემდეგ ფილიალებში: თბილისში, გორში, რუსთავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ყვარელში, თელავში, გურჯაანსა და მესტიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
* მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება: თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება, შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
* მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
* მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
* მოქალაქეთა დახმარება თვითმომსახურების სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა თვითმომსახურების სისტემებთან;
* მოქალაქეების დახმარება ონლაინ სერვისების მიღებაში, მათ შორის სენსორულ მონიტორებთან მოხმარებაში კონსულტაციის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
* კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის სავალდებულოა იუსტიციის სახლის პროდუქტების ცოდნა;
* ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

* კომუნიკაბელურობა;
* ლოგიკური აზროვნება;
* კეთილგანწყობა;
* დახვეწილი მეტყველება;
* მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
* გუნდურობა.

თანამდებობრივი სარგო: 200 ლარი (დარიცხული).
დაკავშირება მოხდება წარმატებულ კანდიდატებთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge არაუგვიანეს 2013 წლის 16 ნოემბრისა.

ბანერები