ვაკანსია სივრცის კონსულტანტი
იუსტიციის სახლი - ეს არის ერთი სახლი, ერთი შენობა, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების დიდი უმრავლესობა. მისი მიზანია იმ დოკუმენტების გაცემა და მომსახურებების განხორციელება, რომელზეც მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ექსკლუზიური უფლება.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - ''იუსტიციის სახლი'' აცხადებს თბილისის იუსტიციის სახლში სივრცის კონსულტანტის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
• მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
• მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
• მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
• მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
• მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას;
• მოქალაქეების დახმარება ონლაინ სერვისების მიღებაში, მათ შორის ინფოკიოსკების მოხმარებაში კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
• სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• დახვეწილი მეტყველება;
• მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• მოტივირებულობა;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• სწრაფად ათვისების უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
• გუნდურობა;
თანამდებობრივი სარგო: პირველი თვე ანაზღაურების გარეშე, მეორე თვიდან 200 ლარი (დარიცხული)
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ არაუგვიანეს 2012 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.