ვაკანსია შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის თანამდებობაზე
სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** კომპანიაში შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვა, კონტროლი და უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა;
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების წესდებების შემუშავება;
** კომპანიაში საწარმოო ტრავმატიზმის პრევენციისა და მავნე საწარმოო ზემოქმედების შემცირების მიზნით შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის პროცედურების გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის სტრუქტურული დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარების აღმოსაჩენად შესავალი, პირველადი და მიზნობრივი ინსტრუქციების შემუშავების უზრუნველყოფა;
** შემუშავებული და დადგენილი ინსტრუქციების თანამშრომლებისთვის გაცნობის პროცესის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის მენეჯმენტის შრომის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტირება;
** მონიტორინგის განხორციელება და სათანადო რეაგირება კომპანიაში შრომის უსაფრთხოების ნორმების გამოვლენილ დარღვევებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკაში ცოდნა და გამოცდილება)
** ტრენინგების (სწავლების) ჩატარების გამოცდილება
** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა (ერკვეოდეს არსებულ კანონმდებლობაში)
** უცხო ენების ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის კულტურა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: resume@silknet.com 2012 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.silknet.com/
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.