ვაკანსია შ.პ.ს. "საქართველოს ლატარიის კომპანიაში”
შ.პ.ს. "საქართველოს ლატარიის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქ ზუგდიდში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• მართვის მოწმობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მოწესრიგებული, ენერგიული და დისციპლინირებული;
• სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
• მუდმივად განახორციელოს ახალი, პოტენციური კლიენტების მოძიება;
• უზრუნველყოს კომპანიის პორთფელში არსებული პროდუქციის დისტრიბუცია, სავაჭრო წერტილში წარმოდგენილი ასორტიმენტის შესაბამისად;
• კლიენტთან დადებული კონტრაქტის შესაბამისად უხელმძღვანელოს პროდუქციის გადატვირთვის და მიწოდების პროცესს;
• განახორციელოს სავაჭრო ობიექტზე გაუყიდავი პროდუქციის ინვენტარიზაცია. უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ამოღება;
• მუდმივად განახორციელოს კლიენტის გაყიდვებისა და დისტრიბუციის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი;
• სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საჭირო საბუთები:
• CV;
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.