ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

ვაკანსია შესყიდვების მენეჯერის დამხმარის თანამდებობაზე

შპს "ჩირინა" და პროექტი "ქართული ბროილერი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის დამხმარის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

* შესყიდვების მოთხოვნის მიღება და დამუშავება.
* შესყიდვების დავალებების დროული შესრულება და მიწოდების უზრუნველყოფა.
* გადარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება.
* შესყიდული საქონლის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

* კომპიუტერთან სრულყოფილად მუშაობის უნარი.
* საკუთარ თავზე მუშაობის და დახვეწის უნარი, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლიბის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
* ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი, მიზანდასახულობა.
* ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
* ავტომობილის ტარების უნარი (მართვის მოწმობა აუცილებელია)
* უმაღლესი განათლება

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ:

* საკუთარი ავტომობილი
* სამშენებლო მასალების ცოდნა.
* შესყიდვების გამოცდილება.

ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს ხელზე.
კომპანია უზრუნველყოფს სამსახურებრივი ტრანსპორტირების ხარჯს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@chirina.ge 2013 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით.

ბანერები