ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე: ვებ-კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი.
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
კომპანია "Gebet" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ვებ-კონტენტ მენეჯერი, ბლოგერი.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ-19:00 სთ, შაბათ-კვირის გარდა
სამუშაოს აღწერილობა:
* კომპანიის ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტური მასალით;
* სხვადასხვა სოციალური ქსელების და ბლოგების ანგარიშების მართვა, განახლება, შესაბამისი ტექსტური თუ სხვა მასალებით უზრუნველყოფა;
ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება, ჩამოყალიბება, შექმნა, განთავსება;
* ვებ-გვერდის უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით;
* ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება/განახლება სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებებით;
* ვებ-გვერდზე არსებული ტექსტების კოპირაიტინგი, რედაქტირება და თარგმნა (საჭიროების შემთხვევაში თარჯიმანთან მუშაობა);
* სიახლეებისა და მიმდინარე აქციებისა აღრიცხვა/არქივაცია;
* ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია;
* რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.
აუცილებელი მოთხოვნები:
* სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
* გამართულად წერის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
* ტექსტებთან მუშაობის უნარი, გამოცდილება;
* ტექსტური გვერდების რედაქტირების გამოცდილება;
* Open Source CMS სისტემებთან მუშაობის უნარი;
* Adobe Photoshop (საშუალო დონეზე ცოდნა).
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gebet.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.